თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელოვნებისა და კულტურის დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობითი ფილების (ვარკსვლავის) განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე კომისიის მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარის, თევდორე კობახიძის განმარტებით, აღნიშნული დადგენილების პროექტი ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებისთვის ე.წ. „დიდების ხეივნის“ მოწყობას და ვარსკვლავის განთავსების საკითხის დარეგულირებას ითვალისწინებს.
სამუშაო შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და დადგენილების პროექტში სამუშაო ჯგუფის წევრების მოსაზრებების ასახვის მიზნით, 23 ივნისს მსგავს ფორმატში შეხვედრის თაობაზე შეთანხმდნენ.
კომისიის სამუშაო შეხვედრას თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ასევე იურიდიული და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024