თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ბერუაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. კომისიის სხდომაზე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილება, რომელიც ააიპ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა გააცნო კომისიის წევრებს.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ოთარ ჩიტიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ №14-39 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილები გააცნო კომისიის წევრებს.
აღნიშნული საკითხების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს, რომელმაც რამდენიმე საკითხი წარადგინა: თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ევროპროდუქტს“ შორის 2020 წლის 26 მარტს გაფორმებული პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებაში ცვლილება; თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქონების მართვის სააგენტოსა და სს „თელასს“ შორის 2023 წლის 31 მაისს გაფორმებული პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებაში ცვლილება. აღნიშნული საკითხების გარდა, ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა უძრავ ქონებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი (მშენებარე) ფართის, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობის შედეგად დაზარალებული პირებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი გააცნო კომისიის წევრებს. დღესვე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები განიხილეს.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებები შეთანხმების საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024