თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ კახეთელიძემ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაატა ტოგონიძის კანდიდატურა წარუდგინა. კომისიის წევრებმა წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირეს და ახალ პოსტზე წარმატებები უსურვეს.
კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის შესახებ დადგენილებაში ცვლილება წარადგინა.
კომისიის სხდომაზე ერთ-ერთ ქუჩაზე არსებულ სამშენებლო ობიექტთან მიმართებით გაცემული ხელშემწყობი ღონისძიებების ფარგლებში, შპს ,,ინსის“ მიერ შესრულებული ვალდებულების დადასტურების საკითხი განიხილეს. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსს გიორგი კობიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა.
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ცვლილებები წარადგინა, რომლის მიხედვითაც “თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი კვლევის დაფინანსება დაემატება, რაც საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შექმნას შესაძლებელს გახდის. მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრისა და სხვა კვლევები ჩაუტარდებათ, რასაც მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ აბულაძემ კომისიის სხდომაზე რამდენიმე საკითხი წარადგინა. ,,სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები შედის. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 19 ივლისს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები და სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების ჩამონათვალს, რომელთა მოძრაობის ადგილს და დროს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, დაემატა T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
ვასილ აბულაძემ კიდევ ერთი ცვლილება წარადგინა, რომლის თანახმად „ა.ნ“ ქვეპუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ვადა გახანგრძლივდება და განისაზღვრება 2025 წლის 1 იანვრიდან, რაც ნიშნავს, რომ გადაადგილების აკრძალვა კვლავ არ გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სატრანსპორტო საშუალებით მიწოდების/ტრანსპორტირების საჭირო სატრანსპორტო საშუალებებზე – 08:00-11:00 საათების შუალედში.
ვასილ აბულაძემ საკრებულოს წევრებს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების /მარშრუტების, აგრეთვე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გზების ჩამონათვალისა და მათზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების გაჩერების ადგილების დამტკიცების თაობაზე იმსჯელა და საკრებულოს დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა. პროექტის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების მარშრუტების დისლოკაციების ადგილებს 3 წრიული მარშრუტი დაემატება.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ნინო ბაგაშვილმა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტები წარადგინა.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ოთარ ჩიტიძემ ვაზისუბნის IIა მიკრო/რაიონში, N27-ის კორპუსის მიმდებარედ და გლდანის რაიონში არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე სამშენებლო განვითარების დასაშვებობის საკითხი წარადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა არსებული რამდენიმე მისამართზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024