თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ კომისიის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე განკარგულების პროექტი განიხილეს. საკითხები კომისიას სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა გააცნო.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N35-100 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა. პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესში“. ცვლილებით, დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამაში, ზუსტდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით მოსარგებლეთა ასაკობრივი კატეგორიები და კვლევა, რომელიც ბეტესტას მეთოდით პაპ-ტესტის მეშვეობით ხორციელდება 30 წლამდე ასაკის ქალებზე გავრცელდება. რაც შეეხება 30 წელს ზემოთ ქალებს, მათ აღნიშნული კვლევის ჩატარება, 2024 წლის 10 მაისამდე როგორც ბეტესტას მეთოდით პაპ-ტესტის, ასევე HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარების მეთოდით შეეძლებათ.
სსიპ ქონების მართის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ კომისიის სხდომაზე დედაქალაქში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომისიის წევრებს არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით რამდენიმე მისამართზე ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების საკითხის შეთანხმებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგი განკარგულებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე განკარგულებები გააცნო.
კომისიის სხდომაზე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის დადგენილების პროექტი, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილები.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024