თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გორდულაძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.
2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გააცნო კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ. მანვე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტში რამდენიმე ცვლილება წარადგინა.
აღნიშნული საკითხების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს ვასილ აბულაძეს მოუსმინეს. ვასილ აბულაძემ კომისიის წევრებს ასევე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, მოქმედების ვადის, ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები გააცნო.
მანვე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე განხორციელებულ გადახდებზე გასატარებელი რიგი ღონისძიების შესახებ“ წარმოადგინა ინფორმაცია.
კომისიის სხდომაზე დიდ დიღომში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3605 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი უფლებამონაცვლეებისთვის და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის - შპს „სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტისათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს, რომელიც სსიპ ქონების მართის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ წარადგინა.
ირაკლი თავართქილაძემ უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების რამდენიმე საკითხი და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024