თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება გააცნო.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება განიხილეს, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ბერუაშვილმა წარადგინა. ცვლილების თანახმად, წესში ჩნდება დამატებითი ჩანაწერი დევნილის/ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით. კერძოდ, ცვლილების მიხედვით, წესი არ გავრცელდება დევნილის/ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე/ოჯახებზე მაშინაც კი, თუ ოჯახის ერთ წევრს მაინც აქვს მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. გარდა ამისა, წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „ვ“ ქვეპუნქტი, რომლითაც უსახლკარო პირად რეგისტრაციის დამატებით პირობად განისაზღვრება, რომ განაცხადის შევსების დროს პირი იყოს სრულწლოვანი.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებებიც მოისმინეს, რომელიც დამხმარე ფართების რეგისტრაციას ეხება. საკითხი თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა წარადგინა.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, ერთ-ერთ მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების საკითხი, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ დადგენილებაში ცვლილება განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა გააცნო.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ თბილისის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება გააცნო კომისიის წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024