თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები და ცვლილებები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. მისი განცხადებით, კომისიებში ცვლილებები რამდენიმე წევრის მხრიდან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება გახდა. ამის შედეგად, 13-წევრიანი ფრაქცია 9-მდე შემცირდა. შესაბამისად, კომისიებში კვოტირებები შეიცვალა და „ნაციონალურ მოძრაობას“ სამი წევრის ნაცვლად, თითოეულ კომისიაში ორი წევრი ეყოლება. რაც შეეხება საკრებულოს უფრაქციო წევრებს, მათ ერთის ნაცვლად კომისიებში ორ-ორი წევრი ეყოლებათ.
საკრებულოს ბიურომ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მიერ განსაზღვრული და წარდგენილი საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ცნობად მიიღო. შესაბამისად, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ანა გოგოლაძე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიიდან გარემოს დაცვის კომისიაში გადავიდა, ამავე ფრაქციის ყოფილი წევრი თორნიკე ბიკაშვილი ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიიდან ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიაში გადავიდა. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა შოთა გრიგოლიამ გარემოს დაცვის კომისია დატოვა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი გახდა, ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე კი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიიდან ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიაში გადავიდა.
იურიდილ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა კომისიებში ფრაქციების და დამოუკიდებელი წევრების გადანაწილების საკითხებს მხარი დაუჭირეს. მოგვიანებით, საკრებულოს ბიუროს კომისიის მიერ მხარდაჭერილი საკითხი ცნობად მიიღო.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024