თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესში ცვლილება, უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებების საკითხები წარადგინა.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქოს სამსახურის წარმომადგენელმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ისაუბრა.
დღესვე, კომისიის წევრებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა შპს „ათორის“ მიერ მშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებულთა საკითხი წარუდგინა.
მისი თქმით, თბილისის პროკურატურის მიერ წარმოდგენილი, ამჟამინდელი მდგომარეობით დაზარალებულად ცნობილ პირთა შესახებ ინფორმაციის მიხედვით, დაზარალებულად აღიარებულია 281 ფიზიკური და იურიდიული პირი. აღნიშნულ პირთა ზიანი ჯამურად მოიცავს 16 491 515 აშშ დოლარს, 96 840 ევროს და 2 330 329 ლარს.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, თანხის სახით გასაცემი ვალდებულების კომპენსაცია ხდება კომპანიების თანხის სახით გასაცემი ვალდებულების კომპენსაცია (ჯამურად სავარაუდოდ 5 150 540 აშშ დოლარი, 431 485 ლარი, 50 000 ევრო) დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ მიზნობრივ ანგარიშზე მობილიზებული თანხებიდან. საცხოვრებელი ფართების ნაწილი ჯამში 8000 კვ.მ. საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს, ამ ფართების დაზარალებულ პირთათვის გადაცემის მიზნით.
სხდომაზე განაცხადეს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საირმის ქ. N37-ში მდებარე ობიექტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებას მისი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. ასევე მუხაძის ქ. N4-ში მდებარე დაუმთავრებელ მშენებლობას, დაზარალებულ პირებს საკრებულოს განკარგულების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს ექნებათ საშუალება წარმოადგინოს წინადადება ინვესტორთან ერთად ამავე ობიექტის დამთავრების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024