თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. მანვე კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების შესახებ დადგენილებაში ცვლილები, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულებაში ცვლილება და მერიისა და გამგეობების საშტატო ნუსხის პროექტები გააცნო.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის იურისტს თამარ ბერუაშვილს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესში ცვლილებები წარადგინა.
თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ დადგენილებაში ცვლილებებზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ ისაუბრა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულების პროექტი წარადგინა.
ამ საკითხების განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მარიამ კვერნაძეს მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს ქონების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში ცვლილებები გააცნო. მარიამ კვერნაძემ კომისიის სხდომაზე წარადგინა ასევე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები.
სხდომის დასასრულს, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა თბილისში, რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მხარდასაჭერი ღონისძიებების გამოყენების საკითხის შეთანხმების საკითხი წარადგინა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024