თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა მაია გრძელიძემ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 700,912.4 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 632,132.6 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 68,779.8 ათასი ლარით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - 542 391,1 ათასი ლარი;
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების
გამაგრება/ჩანაცვლება - 223 111,1 ათასი ლარი;
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 213 611,1 ათასი ლარი;
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 1 879,5 ათასი ლარი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 38 296,3 ათასი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 154 685.2 ათასი ლარი;
განათლება - 246 047,1 ათასი ლარი;
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 35 534,7 ათასი ლარი;
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 6 297,0 ათასი ლარი.
ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 239 059,3 ათასი ლარი.
ბიუჯეტის პროექტის განხილვის გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება განიხილეს, რომელიც სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა გიორგი კობიაშვილმა წარადგინა.
დღესვე, კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს. საკითხი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ წარადგინა. თავართქილაძემ ასევე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბაგაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის მიზნით რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხების შეთანხმებაზე განკარგულების პროექტები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024