თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. სხდომაზე კომისიათა პერსონალური ცვლილების საკითხი განიხილეს.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრი ბარბარა ჯიმელი სულაშვილი ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიას ტოვებს და სატრანსპორტო საკითხთა კომისიაში გაწევრიანდება.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხი ცნობად მიიღეს.