თბილისის საკრებულოს იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტი 8 მილიონ 116 ათასი ლარით იზრდება და მილიარდ 567 მილიონ 982 ათასი ლარით განისაზღვრება. ლევან მიქავამ ის მიმართულებები გააცნო კომისიის წევრებს, რომლებზეც ეს თანხები გადანაწილდება.
აღნიშნული საკითხის გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე დადგენილებაში ცვლილები განიხილეს, რომელიც კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარადგინა.
კომისიის სხდომა განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების პროექტი, ასევე განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის შეთანხმების თაობაზე ცვლილება.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს „შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების პროექტი“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების პროექტები გააცნო.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები, მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს.