თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს.
კომისიის სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ სსიპ ქალაქ თბილისის N 32 საჯარო სკოლისთვის აფხაზეთის ომის გმირის, ბაბუშარას აეროპორტში დაღუპული, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსნის ბესარიონ კივილაძის და 2008 წლის ომში დაღუპული, კაპიტნის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსნის ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მინიჭების შესახებ საკითხი წარადგინა.
აღნიშნული საკითხის გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსს თემურ ბოლოთაშვილს მოუსმინეს, რომელმაც მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ დადგენილებების პროექტები წარადგინა. როგორც თემურ ბოლოთაშვილმა აღნიშნა, იზრდება ცვლილებით იზრდება დაჩქარებული მოსაკრებლის ტარიფები.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში ცვლილებები, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებები გააცნო კომისიის წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭერეს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები, რომლებიც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ და შპს „აურადეველოპმენტის“ მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულებაში ცვლილება გააცნო კომისიის წევრებს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს.