თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა,რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი გააცნო, რომელიც თბილისის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის ცვლილებას ეხება. როგორ კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცვლილება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო და სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების შემადგენლობაში შედის. საკრებულოს წევრები ამ კომისიებში კვოტების შესაბამისად გადანაწილდებიან.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.