თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს სხდომების ონლაინ რეჟიმში ჩატარების შესაძლებლობის დაშვების შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
როგორც მან აღნიშნა, ცვლილება შედის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში. ამ ცვლილების მიხედვით, ახალი კორონა ვირუსის გამო, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თბილისის საკრებულოს სხდომები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.