თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. შესყიდვების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ანა გენელიძემ კომისიის წევრებს შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილებების პროექტი წარუდგინა.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ კი თბილისში, დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და მათი განკარგვის წესის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები, ასევე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით და სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები გააცნეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა რიგი ობიექტებისთვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ განკარგულების პროექტი გააცნო.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.