თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია გასცეს.
სხდომაზე თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის,საფინანსო საქალაქო სამსახურის,ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის,სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს მოუსმინეს.
კომისიამ მხარი დაუჭირა "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლოდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით\საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტს, რომელიც დედაქალაქში უსახლკაროთა რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს. კომისიის წევრებმა დღესვე ქონებრივ საკითხებზე იმსჯელეს.
"სხდომაზე ვიმსჯელეთ ქონების იჯარის,მონაცვლეობის და დაკანონების საკითხებზე, რომელსაც წარმატებით ვაგრძელებთ და უამრავ თბილისელს დავუკანონეთ ისეთი ტიპის ქონება,რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში არ ფიქსირდებოდა. ასევე, თვეში 1000-მდე იზრდება აუტისტური სპექტრის მქონე იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომელიც დაფინანსებას მიიღებს",- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
კომისიის წევრებმა დღესვე ტრანსპორტის მიმართულებით საკითხები განიხილეს და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.