თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სახელი ეცვლება და მას თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია დაერქმევა. საკითხი კომისიის წევრებს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა წარუდგინა.
კომისიის წევრებმა დღესვე, მხარი დაუჭირეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, მერაბ მამულაშვილის მიერ წარდგენილ საკითხს, რომელიც ავტობუსის მარშრუტის კიკეთი-ბეთანიის (M3 კატეგორია) აღდგენას ითვალისწინებს.