თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. ალექსანდრე ტოგონიძე თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმერ ჭიღლაძემ წარადგინეს.
კომისიის წევრებმა მოისმინეს ასევე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაცია თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე განკარგულებები. კომისიის წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.