თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, მათ შორის სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის დოკუმენტების ფორმირების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანას მისცეს თანხმობა.
დღესვე, კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ტერიტორიაზე მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობისა და ოპერირების მიზნით უძრავი ქონების პრივატიზების თაობაზე ინტერესთა გამოხატვის პირობების მოწონების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტებს დაუჭირეს მხარი.
დადებითი რეკომენდაცია მიეცა ასევე თბილისის ტერიტორიაზე რამდენიმე უძრავ ქონებაზე პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის, და საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხს.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.