თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანას მისცეს თანხმობა.
დღესვე კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს რამდენიმე უძრავ ქონებაზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და იჯარით გადაცემის საკითხს.
აღნიშნული საკითხები კომისიის წევრებს ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, ირაკლი თავართქილაძემ წარუდგინა.
კომისიის სხდომას ასევე თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.