თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
კომისიის წევრებს სხდომაზე განსახილველი საკითხები სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ, მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა და დედაქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარუდგინეს.
სხდომაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება ავტობუსის რეფორმის მხარდაჭერის“ პროექტის შესახებ 2022 წლის 2 თებერვლის N2021.003798 საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან თანხმობის მიღების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის შესახებ ისაუბრეს.
წარმოდგენილი ცვლილებით, დაგეგმილია გრანტის მოცულობის გაზრდა 240,000.00 ევროდან 500,000.00 ევრომდე, ვინაიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მოხდეს ზემოაღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
კომისიის სხდომაზე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს.
პროექტის თანახმად, განისაზღვრა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული: ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას, ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული მგზავრობის ტარიფების/ფასის გადახდა, მოქმედი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ გადახდის სხვა საშუალებებთან ერთად, შესაძლებელია ვადიანი სამგზავრო ბარათით, აგრეთვე დადგინდა ვადიანი სამგზავრო ბარათის ღირებულება დროის მონაკვეთის მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირია შეძენილ ბარათებზე დარიცხული თანხის უკან დაბრუნების მომართვიანობის შემთხვევები, მიზანშეწონილია აღნიშნულ წესში დაფიქსირდეს, რომ მსგავსი ფაქტების არსებობისას დარიცხული თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
დღესვე, სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ აბულაძემ, კომისიის წევრებს, საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკითხი წარუდგინა.
ცვლილება ითვალისწინებს, ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე პერიოდში ნებისმიერ დროს ახორციელებდნენ საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანას „A“ კატეგორიის ნებართვით, პრინციპით “ერთ პირს - ერთი ნებართვა”, უსასყიდლოდ გადაეცეთ „A“ კატეგორიის უვადო ნებართვები, რომლის ამოქმედებისთვის შესაბამის ფიზიკურ პირს 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: taxi.tbilisi.gov.ge მომხმარებლის პირადი სივრცის მეშვეობით გაიაქტიუროს „A“ კატეგორიის ნებართვა, ამ ვადის გასვლის შემდეგ მას უწყდება ნებართვის გააქტიურების უფლება და არ ექნება უსასყიდლო ნებართვით სარგებლობის შესაძლებლობა.
ამას გარდა, დღევანდელ სხდომაზე, კომისიის წევრებმა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებზეც იმსჯელეს, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხებიც შეათანხმეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს, შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს.