თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. თბილისის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 305 მილიონ 418,2 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 255 მილიონ 115,7 ათასი ლარით მეტია, ხოლო 2022 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით გაზრდილია 105 მილიონ 501,2 ათასი ლარით.
ბიიუჯეტის პროექტი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა. მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიტალური სპეციალური ტრანსფერის სახით თბილისის მუნიციპალიტეტს დამატებით 50 000,0 ათასი ლარი გამოეყოფა, ხოლო არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები შემოსავლები 20 000,0 ათასი ლარით იზრდება.
ლევან მიქავამ კომისიის წევრებს ბიუჯეტის პრიორიტეტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, გაზრდილი ფინანსური რესურსისა და პროგრამის - „მეტის სიცოცხლე ყველა უბანში“ გათვალისწინებით, თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით
ასიგნებები მიიმართება შემდეგ პრიორიტეტებზე:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა;
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების
გამაგრება/ჩანაცვლება;
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება;
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა;
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;
თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, კომისიის წევრებმა სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსს ვიქტორ წილოსანს მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაზღვრული ავტობუსებით, ასევე მეტროთი მგზავრობის ტარიფის, მარშრუტების დადგენის შესახებ, ასევე სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესში ცვლილებების შესახებ ინფორაცია მიაწოდა.
კომისიის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა რამდენიმე საკითხი წარადგინა, მათ შორის ფრაქცია “ლელო პარტნიორობა-თბილისისთვის“ რეგისტრაციის შესახებ, საკრებულოს წევრ ლევან დოლიძის განცხადება უფლებამოსილების მოხსნის შესახებ, ასევე თბილისის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ.
კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტს, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის“ შესახებ პროექტი და თბილისის ტერიტორიაზე ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის საკითხები.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მანვე „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მოსარგებლეთა, მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების შესახებ ისაუბრა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანი უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს სერგო ბირკაძესაც მოუსმინეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024