18 ნოემბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და საკითხთან დაკავშირებით ხედვების გაზიარების მიზნით, ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორს ნინო მიქავას შეხვდა.
დღესვე მხარეებმა სამედიცინო დაწესებულებებსა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და ასევე მედიცინის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მიმართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრაზე ჯანდაცვის ასოციაციასთან, რომელიც ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 75 კერძო კლინიკას აერთიანებს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების სურვილიც გამოითქვა.