თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა. საუბნო სამსახურის ტერიტორიულ ერთეულში გამართული შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით და საბურთალოს რაიონის გამგეობის ხელშეწყობით გაიმართა.
კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელი ჯემალ თეთრაშვილი ესწრებოდა, მოქალაქებმა მათ წინაშე მდგარი პრობლემატური საკითხები დეტალურად ჩამოაყალიბეს. თავის მხრივ, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ადგილობრივებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე, რომელთა უმეტესობაც მიწის ლეგალიზაციას ეხებოდა იურიდიული კონსულტაცია გაუწია და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარება აღუთქვა.
„ძირითადი საკითხი, რომელიც სოფელ დიღმის მოსახლეობას აინტერესებდა მიწის ლეგალიზაციას ეხებოდა. ვფიქრობთ, რომ მათთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას შევძლებთ.
შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე შევთანხმდით, რომელთა შედეგად იმედია, უახლოეს პერიოდში ამ ოჯახების წინ მდგარი საკითხები დადებითად გადაწყდება“, - განაცხადა თევდორე კობახიძემ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024