27 ნოემბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე საქველმოქმედო ფონდის „მომავლის გზა“ მხარდამჭერი კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალზე განსაკუთრებული მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის სამადლობელი სიგელით დააჯილდოვეს.
თევდორე კობახიძემ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მომავლის გზასთან“ თანამშრომლობას კვლავ განაგრძობს და საჭიროების შემთხვევაში, ფონდის ყველა ბენეფიციარს გაუწევს შესაბამისს სამართლებრივ დახმარებას.
აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა, ყოველთვიურად სოციალურად დაუცველ 130 მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და სამედიცინო მომსახურებით ეხმარება.
ფონდში ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვთა დახმარების ცენტრი ფუნქციონირებს, რომლის დაქვემდებარებაში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის სახლია, სადაც 50 მოზარდია რეგისტრირებული.
ცერემონიალი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში საქველმოქმედო ფონდის ,,მომავლის გზა''ორგანიზებით გაიმართა.