15 აპრილი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე თურქ ბიზნესმენებს შეხვდა.
საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე, ანტალიის რეგიონის საუკეთესო სასტუმროს „Maxx Royal“-ის მფლობელებმა და ტუროპერატორ „კაპიტან +“-ის ექსკლუზიური პარტნიორის „Xclusive Travel“-ის წარმომადგენლებმა თევდორე კობახიძეს თბილისთან დაკავშირებული ბიზნესხედვები და გეგმები გააცნეს. ისაუბრეს შესაძლო სამომავლო თანამშრომლობაზე და აღნიშნეს, რომ საქართველოს დედაქალაქი, მათთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს გამო საინტერესოა.
„ჩვენი ქვეყნისათვის ასევე, საქართველოს დედაქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. გასათვალისწინებელია, რომ მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რაც ეკონომიკური სისტემის სიძლიერეს განაპირობებს და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითად წყაროს წარმოადგენს“,- განაცხადა თევდორე კობახიძემ.
შეხვედრის ბოლოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და თურქი ბიზნესმენები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.