20 დეკემბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ დღეს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების შესახებ საკუთარი წინადადებები წარმოადგინა.
საკრებულოს დეპუტატმა სხდომაზე იმ მიზეზების თაობაზე, რამაც აღნიშნული კანონაპროექტის შემუშავება განაპირობა, დეტალურად ისაუბრა და კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
შესაბამისი განხილვის შემდეგ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უმრავლესობამ თევდორე კობახიძის წინადადებას მხარი დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტში ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე გაგრძელდება.
საბოლოოდ კი აღნიშნულ საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს საკრებულოს წევრის თევდორე კობახიძის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თაობაზე მსჯელობის შესაძლებლობა უკვე პლენარულ სხდომებზე მიეცემათ.