თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ორგანიზაციებთან - ,,საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი’’, ,,21-საუკუნე’’ და ,,ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის’’ გაფორმდა.
მემორანდუმს, რომლის მიზანს იურიდიული სფეროს მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა, საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხელშეწყობა, ასევე კანონშემოქმედებით საქმიანობაში ერთობლივი პროექტების შემუშავება და ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ხელი აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა: გიორგი თევზაძემ, პაატა გაჩეჩილაძემ და ნანა ფირცხალაიშვილმა მოაწერეს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მსგავსი ტიპის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024