19 ოქტომბერი 2015 თემქის მოხუცებულთა თავშესაფრის მობინადრეებს ,,თბილისობის’’ დღესასწაული დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მიულოცა.
თევდორე კობახიძემ ხანდაზმულებს შემოდგომის ნობათი, ტკბილეული და სხვა საჩუქრები გადასცა, ამასთან, მათ პრობლემებსაც გაეცნო და დახმარებას დაჰპირდა.
პანსიონატში მაცხოვრებლებმა ჩურჩხელების ამოვლების ტრადიციულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
თევდორე კობახიძესთან ერთად მოხუცებს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი ესტუმრნენ. მომღერალმა ხანდაზმულებისთვის რამდენიმე ცნობილი ჰიტი შეასრულა.
როგორც პანსიონატის ბენეფიციარებმა აღნიშნეს, მათთვის ,,თბილისობის’’ დაუვიწყრი დღესასწაული მოეწყო, რისთვისაც თევდორე კობახიძესა და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადეს.
,,მოხარული ვარ, რომ ამ სიკეთით სავსე მოხუცებულთა თვალებში ბედნიერებას ვხედავ. აუცილებელია, არ დავივიწყოთ ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი სითბო და სიყვარული. ამასთან, მნიშვნელოვანია, მომავალ თაობას უფროსი თაობის პატივისცემა ვასწავლოთ.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ასაკოვან მეგობრებს მარტოობა არ ვაგრძნობინოთ. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ოდესღაც ისიც დაბერდება.“- განაცხადა თევდორე კობახიძემ.