თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე გლდანის „ა“ მიკრორაიონის 48-ე კორპუსის და ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც ამხანგობა აქვთ შექმნილი, „ა“ მიკრორაიონის მე-9 და მე-8 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის აშენებას გეგმავენ.
ამხანაგობას ჰყავს ინვესტორი, რომელიც აღნიშნული კორპუსის აშენებასა და ასევე ამხანაგობის წევრი 20 ოჯახის ბინით დაკმაყოფილებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამხანაგობის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტს მშენებლობის ნებართვის თხოვნით მიმართეს, თუმცა, შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემა გარკვეული მიზეზებით შეფერხდა.
გამომდინარე ზემოთთქმულიდან, ამხანაგობის წევრებმა თევდორე კობახიძეს დახმარება, კერძოდ, შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობის გაწევა თხოვეს, რაზე თანხმობა მიიღეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, საკითხის მოგვარების მიზნით, ის უახლოეს დღეებში თბილისის მერიის არქიტექტურის და იურიდიულ სამსახურების, ასევე რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდება.
მისივე თქმით, ის ამხანაგობის წევრებს მათივე კუთვნილ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ავტოფარეხებია განთავსებული და აღნიშნული ტერიტორია, პრაქტიკულად ნაგავსაყრელად არის ქცეული, მშენებლობის ნებართვის დროულად მიღებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას გაუწევს, რაც ინვესტორს კორპუსის მშენებლობის დაწყებისა და ასევე ადგილობრივი მოქალაქეების ბინებით დაკმაყოფილების საშუალებას მისცემს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024