თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე საკრებულოში ახალგაზრდა მკვლევარ-მეცნიერს გიორგი კობახიძეს შეხვდა, სადაც ავტორმა თევდორე კობახიძეს საკუთარი წიგნი სახელწოდებით -„აფხაზეთი - ქართული სულიერების სამკვიდრო, საეკლესიო არქიტექტურული ძეგლები და სიწმინდეები“ საჩუქრად გადასცა.
შეხვედრაზე ახალგაზრდა ავტორმა წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გამოცემის მიზანი აფხაზეთის ქრისტიანულ საეკლესიო ხუროთმოძღვრულ ძეგლებთან დაკავშირებული ისტორიული პირებისა და ფაქტების წარმოჩენა იყო. მისივე თქმით, წიგნი თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თევდორე კობახიძის ხელშეწყობით და თანადგომით გამოიცა.
ავტორმა შეხვედრაზე ასევე წიგნის გამოცემის საკითხში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის წვლილსაც გაუსვა ხაზი. კრებულში აფხაზეთის ქრისტიანულ საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ ქართული და უცხოური ისტორიული დოკუმენტური ცნობებია თავმოყრილი, რომლებითაც დასტურდება, რომ აფხაზეთის მკვიდრნი მეზობელ ხალხთა მიღწევათა გაზიარებით, ქართული კულტურის თანაშემოქმედნი იყვნენ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024