თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში მოქალაქეების ტრადიციული მიღება გაიმართა, რომლის დროსაც მოსახლეობას იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე პირადად შეხვდა და მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მიღებაზე მისულმა მოქალაქეებმა თევდორე კობახიძეს დახმარება, იურიდიული კონსულტაცია და შუამდგომლობის გაწევა საბინაო, მიწის ლეგალიზაციისა და სხვადასხვა ყოფითი პირადი საკითხების ირგვლივ სთხოვეს.
საკითხების დეტალურად გაცნობის შემდეგ, თევდორე კობახიძემ რამდენიმე მოქალაქეს იურიდიული კონსულტაცია ადგილზევე გაუწია და აღნიშნა, რომ მიწოდებულ მასალებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია დეტალურად შეისწავლის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარებას გაუწევს.
მოსახლეობის მიღებას თევდორე კობახიძე რეგულარულად ახორციელებს. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დღეს ათამდე მოქალაქე მიიღო.