19 აპრილი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში მოქალაქეების მიღება გრძელდება. საკრებულოში მისულ მოქალაქეებს, კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ტრადიციულად პირადად შეხვდა და მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მიღებაზე მისულმა მოქალაქეებმა თევდორე კობახიძეს დახმარება, იურიდიული კონსულტაცია და შუამდგომლობის გაწევა პრივატიზების, მიწის ლეგალიზაციის, სხვადასხვა ყოფითი შინაარსის და პირადი საკითხების ირგვლივ სთხოვეს.
საკითხების უშუალოდ მოქალაქეებისგან გაცნობის შემდეგ, თევდორე კობახიძემ რამდენიმე მოქალაქეს იურიდიული კონსულტაცია ადგილზე გაუწია და აღნიშნა, რომ მოქალაქეების მიწოდებულ მასალებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია დეტალურად შეისწავლის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარებას გაუწევს.