თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ - თედო კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის“ წევრები მიიღო.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თედო კობახიძეს თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და რამდენიმე პროექტის განხორციელებისთვის შუამდგომლობა და დახმარება სთხოვეს.
ორგანიზაცია 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული არასრულწლოვანი ბავშვების დასახმარებელ-სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებას აპირებს, რომელიც ბავშვების ესპანეთში, ქალაქ ლორეტ დე მარში გამგზავრებას და მათ კულტურულ-სახელოვნებო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას ითვალისწინებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარის უზრუნველსაყოფად, თედო კობახიძეს თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებთან შუამდგომლობა სთხოვეს.
გარდა ამისა, „ქალთა თანადგომა“ ივლისის შუა რიცხვებში სტიქიით დაზარალებული 6-დან 18-წლამდე ბავშვების გასართობ ცენტრ „ჯინო ფერედეის“-ში წაყვანას გეგმავს. ორგანიზაციის წევრებმა ამ ღონისძიებისთვის ტრანსპორტირებასა და კვებასთან დაკავშირებული ხარჯების უზრუნველსაყოფად დახმარება ასევე იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს სთხოვეს.
თედო კობახიძე ორგანიზაციის წევრებს წარმოდგენილ პროექტების შესწავლასა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევას მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაჰპირდა.
ორგანიზაცია „ქალთა თანადგომა“ ორი წელია არსებობს და მან კულტურულ სფეროში რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტი განახორციელა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024