თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც უპატრონო სასაფლაოების დალაგება-მოვლის საკითხის რეგულირებას ეხება.
კობახიძის განმარტებით, ინიციატივა, სასაფლაოების ინფრასტრუქტურის განვითარებას, მეტ გამწვანებას, გზების გაკეთებასა და განათების დამონტაჟებასაც ითვალისწინებს, ხოლო ტერიტორიის დანაგვიანების შემთხვევაში კი მოქალაქეებს გარკვეულ სანქციებს დააკისრებს.
„ხშირად ხდება, რომ გარდაცვლილს აღარ ჰყავს ოჯახი ან საზღვარგარეთ ჰყავს და საფლავს ვერ უვლის. ასეთ საფლავებზე ხშირად სხვა საფლავების დალაგებისას მოგროვილ ნაგავს ყრიან. ამით შეურაცხყოფენ მიცვალებულს და გარშემო სრული ანტისანიტარია სუფევს.
მოსახლეობა საფლავების მოწესრიგებისთვის ადამიანებს ქირაობს, თუმცა იმ ადამიანების საფლავები, ვისაც არავინ ჰყავს, მოუვლელია. ჩვენს კანონპროექტში, რომელსაც 2-3 თვეში წარმოვადგენთ, ზუსტად გავწერთ, როგორ უნდა მოხდეს მათი პატრონობა. შესაძლოა, მსგავსი საფლავების მოვლა იმ რაიონის მუნიციპალიტეტებს დაევალოს, სადაც სასაფლაოა განთავსებული“,- აღნიშნა თედო კობახიძემ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024