პარლამენტში, ხმაურთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტში ცვლილებების შესახებ, პორტალ “კვირას” პრესკლუბში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ ისაუბრა.
მისი განცხადებით, ცვლილებების შედეგად, ხმაურთან დაკავშირებით რეგულაციები მხოლოდ ღამის საათებზე დაწესდება. პროექტის ავტორი თბილისის საკრებულოა, ხოლო ცვლილება მასში ჯანდაცვის კომიტეტმა შეიტანა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის ინიცირება მოახდინა.
„კანონის პირველ ვარიანტში, რეგულაციები დღის საათებშიც იყო გათვალისწინებული, ცვლილების შედეგად კი რეგულაციები მხოლოდ ღამის საათებში აქტიურდება. კანონპროექტმა საკომიტეტო მოსმენები უკვე გაიარა და ბიუროზე დარეგისტრირდა. ხმაურის სიმძლავრის კონტროლი საპატრულო პოლიციას დაევალება, დადგენილი 30-დეციბელიანი ზღვარის დარღვევის შემთხვევაში კი მას როგორიც იურიდიული ასევე ფიზიკური პირის დაჯარიმების უფლება ენიჭება“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, რეგულაციები 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე იმოქმედებს.
"დაჯარიმდება ის დაწესებულება თუ კერძო პირი, სადაც ხმაური 30 დეციბილზე მაღლა იქნება. ყოველივეს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს, რომლის ყოველი მესამე ეკიპაჟი აღიჭურვება ხმაურმზომი აპარატით. თუ მოქალაქეს შეაწუხებს ხმაური, ის 112-ს უნდა დაუკავშირდეს, შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გამოცხადდებიან ადგილზე და ვითარებას შეამოწმებენ. ადგილზევე გამოიწერება ჯარიმა", - განაცხადა კობახიძემ.
საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კერძო პირის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე ჯარიმა იქნება 150 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში - 500 ლარი, განმეორებით შემთხვევაში კი როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირის მიმართ ჯარიმა გაორმაგდება.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტში, საკურორტო ზონებისთვის სამთვიანი შეღავათებია გათვალისწინებული.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024