13 ნოემბერი 2018
საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. შეხვედრას ორივე კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა და ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდნენ. მომხსენებლები კი სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის უფროსი - ნინო კვეტენაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე - თამარ ტალიაშვილი იყვნენ.
გაერთიანებულ სხდომაზე მეწარმისთვის მიწის ნაკვეთის იჯარის ფორმით გადაცემის, ასევე ადგილმონაცვლეობის შესახებ იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე დეპუტატებმა მიწის ნაკვეთის, პირდაპირი განკარგვის წესით, პრივატიზებით, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემის თაობაზეც იმსჯელეს.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ ჩატარებისათვის განსახორციელებელ ცვლილებებსაც დაუჭირეს მხარი.