19 მარტი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა კომისიის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს, რომელიც სამედიცინო პროდუქტის ქართულ ენაზე დართული ანოტაციის რეალიზაციის სამართლებრივ რეგულაციას ეხებოდა.
შეხვედრის დასასრულს თედო კობახიძემ აღინიშნა, რომ მომდევნო კვირას, საკრებულოში, ამ საკითხზე მსჯელობისათვის ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფარმაცევტული კომპანიების წამომადგენლები შეიკრიბებიან.