30 მაისი 2025
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.
წარმოდგენილი საკითხით თბილისის საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 11 წევრით, ხოლო საკრებულოს წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები საკრებულოს თითოეულ კომისიაში შემდეგნაირად განისაზღვრა:
1. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - 6 წევრი;
2. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" -1 წევრი;
3. ფრაქცია „თბილისის საქართველოსთვის" - 1 წევრი;
4. ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის" - 1 წევრი.
საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც გაწევრიანებულნი არ არიან არცერთ ფრაქციაში, თითოეულ კომისიაში წევრის წარსადგენად განესაზღვრებათ 2 კვოტა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათ დაცვის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.