თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
კომისიის წევრებს სხდომაზე განსახილველი საკითხები სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა და დედაქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარუდგინეს.
სხდომაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის მეტროს მოდერნიზაციის“ პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ ისაუბრეს.
პროექტის ფარგლებში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია განხორციელდება. სრული რეაბილიტაცია გულისხმობს ესკალატორების და ელექტრომექანიკური დანადგარების პანელების შეცვლას, მგზავრთა ინფორმაციის შეტყობინების სისტემის განახლებას, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაც იცვლება, სადგურებზე უწყვეტი კვების რეჟიმიც შეიცვლება, ესკალატორებიდან ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით განხორციელდება სპეციალური პროექტი.
კომისიის წევრებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ქალაქ თბილისში, ვარკეთილი-3-ის დასახლება, II მიკრო/რაიონში მდებარე კორპუსი N33, კორპუსი N34, კორპუსი N35, კორპუსი N36 და კორპუსი N37-თან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ ს საკითხი წარუდგინა. სააგენტოს წარმომადგენელმა კომისიის წევრებს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის პრივატიზების და კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხებიც გააცნო.
პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ საკითხისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის თანახმად, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 45 ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
სხდომაზე, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" იმსჯელეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს, შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს.