თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისის უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესზე იმსჯელეს, რის შემდეგაც სხდომა იურიდიული კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებით გაგრძელდა.
სხდომას, თბილისი მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, დედაქალაქის მუციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე, მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები, ვაკის გამგებელი ლაშა აბაშიძე და მერიის წარმომადგენელი საკრებულოში ავთო ხარატი ესწრებოდნენ.
დეპუტატებს საკითხი ირაკლი ლექვინაძემ წარუდგინა.
წესის ძირითადი შინაარსის გაცნობის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
კომისიების თავმჯდომარეებმა და დეპუტატებმა დოკუმენტის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვეს და მერიის წარმომადგენლებს რიგი საკითხების დაზუსტება სთხოვეს.
ირაკლი ლექვინაძემ და კარლო ლაფერაძემ საკრებულოს წევრების კითხვებს დეტალურად უპასუხეს.
დაზარალებულ პირთა დახმარების გაცემის წესს, კომისიების წარმომადგენლებმა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ასევე თანხმობა მიეცა იურიდიული კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებსაც.