თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ 30 იანვარს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის ჩატარება და საკითხის სხდომაზე განხილვა მოითხოვა.
6 თებერვალს, 11:00 საათზე ფრაქციების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო - თბილისი“ წევრები რიგგარეშე სხდომის ჩასატარებლად შეიკრიბნენ, თუმცა ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა არ ჩატარდა.