საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრები აცხადებენ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენება გადაწყვიტა. განცხადება ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილემ სოფიო ჯაფარიძემ გააკეთა.
მისი თქმით, მერის ახალი გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად უკვე სპეციალური კომისიაა შექმნილი.
„მოვიპოვეთ დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ როდესაც ქალაქში და მთელს ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა და ადამიანები შიმშილობენ ახალი კაბინეტებისა და ფუფუნებისთვის ათეულობით მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. სრულად ვემიჯნებით მათ ამ გადაწყვეტილებას და ვთხოვთ, რომ თანხა რომელიც ამ კონკრეტული შემთხვევისთვისაა გამოყოფილი თბილისელების კონკრეტული პრობლემების მოგვარებას მოხმარდეს“,- განაცხადა სოფიო ჯაფარიძემ.