თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და დედაქალაქის მერს "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის საკითხის განსახილველად საკრებულოს სხდომაზე მოსვლისაკენ მოუწოდეს.
როგორც ანა გოგოლაძემ, ირაკლი ნადირაძემ და ლილე ლიპარტელიანმა განაცხადეს ,ქართულმა ოცნებამ უხეშად გადაუხვია გენერალური გეგმიდან და ქალაქის ინტერესებისა და უსაფრთხოების საკითხების გაუთვალისწინებლად თბილისის მერიამ საკრებულოს სადაო პროექტები განსახილველად წარუდგინა.
„ამ მშენებლობების უკან თავად ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები დგანან, რაც აჩენს ლეგიტიმურ შეკითხვებს შესაძლო პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა.