24 მარტი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ჰყავდათ მიწვეული.
,,თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ფრაქციის სხდომაზე არმოსვლით მის უწყებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, რითაც თვითმმართველობის კოდექსი და საკრებულოს რეგლამენტი დაარღვია’’,-განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.
მანვე ე.წ. ,,ქამრების შემოჭერის’’ პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 800 მილიონიანი ბიუჯეტიდან მხოლოდ მილიონ 800 ათასი ლარის დაზოგვა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად არასაკმარისია.
,,თბილისის ბიუჯეტში ბევრი არამიზნობრივი ხარჯი იყო გათვალისწინებული და ჩვენ ამ თანხების სწორი მიმართულებით წარმართვას მოვითხოვთ’’,-აღნიშნა ირაკლი აბესაძემ ფრაქციის წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად მერის მოადგილის საკრებულოში მოსვლა და საკითხის ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ფორმატში განხილვა მოითხოვეს.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017
სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016