25 ივლისი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც 2017 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს მხარს არ დაუჭერს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, 4 მილიონი ლარით იზდება ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამების დაფინანსება, რაც მისი თქმით, არჩევნების წინ ერთჯერადი დახმარებების სახით თანხების გაცემას უკავშირდება.
მარიკა დათუკიშვილმა ბრიფინგზე საბავშვო ბაღების მიმართულების, ასევე მერის სარეზერვო ფონდის დაფინანსების გაზრდის თაობაზეც ისაუბრა და მმართველ გუნდს არჩევნებამდე 3 თვით ადრე ბიუჯეტში ცვლილებების განხორცილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.