15 ივლისი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების "ნაციონალური მოძრაობა-თბილისი" და "ნაციონალური მოძრაობა" ხელმძღვანელებმა საკრებულოში ბრიფინგი გამართეს.
როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კომუნალური ვაუჩერით მოსარგებლე ადამიანების რიცხვის შემცირების თაობაზე იმსჯელეს.
მისივე თქმით, კომუნალური ვაუჩერი, რომლითაც თბილისში 385 ათასზე მეტი ოჯახი სარგებლობდა, მხოლოდ იმ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ, რომლებსაც 70 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული.
"რაც შეეხება 180 ათასზე მეტ ადამიანს, რომელთავის კომუნალური ვაუჩერი, ფაქტობრივად, საარსებო წყარო იყო და რომლებსაც სარეიტინგო ქულა 70 ათასზე მეტი აქვთ, ეს დახმარება მოეხსნებათ’’,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი მისი ქვემდებარე ორგანიზაციებისთვის ახალ-ახალი სახელფასო დანამატების დაწესების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სევდია უგრეხელიძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საკითხის გასაჩივრებას დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად ის სასამართლოში აპირებს.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017
სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016