ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ თავმჯდომარის მოადგილემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
როგორც გიორგი ონიანმა განაცხადა, დედაქალაქის მერიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, გიორგი ვახტანგიშვილმა სასამართლო სხდომაზე ტრაგედიის მიზეზად პროექტის ნაადრევად გახსნა და დაუმთავრებელი სამუშაოები დაასახელა.
,,მოვითხოვთ, კანონის შესაბამისად, დედაქალაქის მერი მოვიდეს ფრაქციის სხდომაზე და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პასუხი გაგვცეს, ხოლო პროკურატურას კი მოვუწოდებთ, დაიკითხოს კახა კალაძე და დაუსრულებელი პროექტის გახსნაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისროს ’’, -განაცხადა გიორგი ონიანმა.