,,თბილისის ერთ-ერთ გამზირს ნაცვლად ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქის, მოსკოვის სახელისა, ჩვენი მეგობრის, საზიარო ღირებულების მქონე და სტრატეგიული პარტნიორის პატივსაცემად უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი დაერქვას’’,- აღნიშნული ინიციატივით თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის მოადგილემ ანა გოგოლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მიმართა.
მისი თქმით, უკრაინაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, მაშინ , როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშაა, მნიშვნელოვანია დღის წესრიგში პრიორიტების განსაზღვრიის საკითხი დადგეს.
,,პარადოქსულია, რომ თბილისში ერთ-ერთ დიდ გამზირს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის დედაქალაქის მოსკოვის სახელი ქვია, იმ ქვეყნისა რომელიც, საუკუნეების განმავლობაში ებრძვის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და განვითარებას, ამასთანავე, დღემდე აგრძელებს მცოცავ იკუპაციას, მოქალაქეთა გატაცებას, და ფიბრიდულ ომს’’-განაცხადა ანა გოგოლაძემ.